სალათა შემწვარი კარტოფილით

4-06-2023, 10:13
94 ნახვა
Aa

ჩვენ გასწავლით, როგორ გადაააქციოთ მარტივი ინგრედიენტები კულინარიულ შედევრად. აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი!

 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ლორი - 100.00 გ
  •  მარილი
  • მაიონეზი - 2.00 ს/კ
  • კიტრი - 1.00 ცალი
  • დაკონსერვებული ბარდა - 100.00 გ
  • ზეთი
  • კამა - 1.00 კონა
  • კარტოფილი - 2.00 ცალი
  • ქათმის ფილე - 200.00 გ

    მომზადების წესი

    გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად კარტოფილი. ჩაყარეთ ცივ წყლიან ჭურჭელში და ცოტა ხანს გააჩერეთ.

    შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და შეამშრალეთ კარტოფილი ქაღალდის ხელსახოცით.

    ამ მეთოდით ბოსტნეულს ზედმეტ სახამებელს მოაშორებთ.

    შეწვით კარტოფილი გახურებულ ზეთიან ტაფაში ან ფრიტიურში.

    როცა კარგად დაიბრაწება, გადაიტანეთ კვლავ ქაღლდის ხელსახოცზე და ახლა მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.

    მარილწყალში მოხარშეთ ქათმის ფილე, გააგრილეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.

    გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად კიტრი, კუბიკებად დაჭერით ლორი, ხოლო კამა - წმინდად.

    მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სასალათეში, დაუმატეთ გადაწურული ბარდის კონსერვი, გემოვნებით მარილი, მაიონეზი და აურიეთ.

    რჩევა: შეგიძლიათ ბარდა სიმინდის კონსერვით ჩაანაცვლოთ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა