კარამელის სოუსი

28-05-2023, 10:39
196 ნახვა
Aa

კარამელი შეგიძლიათ მოასხათ ნაყინს, ორცხობილას, უბრალო ფუნთუშის ან ბრიოშის ნაჭერს, ჩიზქეიქს, ვაშლიან ტარტს გამოიყენოთ ტორტის ფენებს შუა ან ზემოდან ... მოკლედ, დესერტებს ახალ სიცოცხლეს შესძენთ :)
მისი მომზადება უმარტივესია. ერთადერთი -სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იგრედიენტების შერევისას,რომ ცხელი შხეფი არ მოგხვდეთ კანზე.
 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მწიკვი მარილი
  • შაქარი
  • კარაქი
  • ნაღები 32% -36%

    მომზადების წესი

    შაქარი დაყარეთ მშრალ ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე გაადნეთ. არ მოურიოთ. მხოლოდ ტაფა შეარხიეთ პერიოდულად.
    როცა შაქარი მთლიანად გადნება, დაამატეთ ცხელი ნაღები. ეს ფრთხილად გააკეთეთ რომ შხეფები კანზე არ მოგხვდეთ. აურიეთ ხის კოვზით. თუ დაკრისტალდა, ნუ ღელავთ, აუცილებლად გადნება.
    კარამელი ნელ-ნელა შესქელებას დაიწყებს. მუდმივად ურიეთ რომ არ დაიწვას. როცა მთლიანად ერთგვაროვან მასას მიიღებთ, კარაქის კუბები დაამატეთ.
    ბოლო შტრიხი მარილია, რომელიც კარამელის გემოს ამძაფრებს და ამდიდრებს. თუ მარილიან კარაქს გამოიყენებთ, ზედმეტად დამატება აღარ დასჭირდება.
    სოუსი მინის ქილაში გადაიტანეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ან თუ ძალიან ცხელა, მაცივარში. თუ შესქელდა (მაგალითად მაცივარში ) შეგიძლიათ მოხმარებამდე ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ, შეათბოთ ორთქლზე, ან მიკროტალღურში

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა