საოცარი შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, მხოლოდ 4 ინგრედიენტით!

25-05-2023, 13:24
380 ნახვა
Aa

ნაღების ყველისა და შოკოლადის არომატის შერწყმით საოცარ გემოს მიიღებთ, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ!

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 250 გ
  • ნუთელა ან მისი მსგავსი შოკოლადის კრემი - 400 გ
  • კარაქი - 100 გ
  • ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე) - 500 გ

    მომზადების წესი

    1. ჯამში მოათავსეთ კარაქი და ერთი სუფრის კოვზი ნუთელა. დადგით წყლის აბაზანაზე, ან შედგით მიკროტალღურ ღუმელში, რათა მასა გადნეს.2. დაფხვენით ორცხობილა, თუკი ძალიან მშრალია, შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალი დაუმატოთ. დაასხით დაფხვნილ ორცხობილას გამდნარი კარაქისა და ნუთელას მასა, აურიეთ და შედგით მაცივარში.3. ახლა ერთმანეთში შეურიეთ დარჩენილი ნუთელა და ნაღების ყველი, ათქვიფე მიქსერით. ეს მასაც შედგი მაცივარში.4. გამოიღეთ მაცივრიდან ტორტის ბისკვიტი. გადაიტანეთ ტორტის ფორმაში და კარგად ჩატკებნეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭიქა.5. ბისკვიტს ზემოდან ნუთელას და ყველის კრემი დაადეთ და მოასწორეთ. გააჩერეთ რამდენიმე წუთი, რათა ბისკვიტს კრემი გაუჯდეს.6. მორთეთ თქვენი გემოვნებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა