ფორთოხლის ნაზი ფუნთუშები ნაღების მინანქრით

22-06-2023, 13:04
316 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნაღები
  • ფორთოხლის წვენი
  • შაქრის პუდრა
  • მინანქრისთვის :
  • შაქარი
  • ფორთოხლის წვენი
  • გასაჟღენთად:
  • კვერცხი
  • 2 ფორთოხლის ცედრა
  • კარაქი
  • ფქვილი
  • ცომი:
  • მარილი
  • შაქარი
  • საფუარი ნედლი
  • ფქვილი
  • რძე
  • საფუვრიანი საფუძვლისთვის:

    მომზადების წესი

    მომზადება:
    საფუვრისთვის: თბილ რძეში გახსენით საფუარი, შაქარი და მარილი, დაუმატეთ 4-5 ს/კ ფქვილი - უნდა მიიღოთ ძალიან თხელი ცომი.
    გახეხეთ ორი ფორთოხლის ცედრა. ჩაყარეთ გამდნარ კარაქში.
    აფუებულ თხელ ცომს დაუამტეთ ცედრიანი კარაქი, კვერცხი და აურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
    გადაიტანეთ ცომი მომინანქრებულ ჭურჭელში, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას, სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში.
    როცა ცომი აფუვდება, გაყავით თანაბარ ბურთებად.
    მოათავსეთ ბურთები კარაქწასმულ ფორმაზე ერთმანეთისგან მოშორებით. გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ფუნჯის მეშვეობით წაუსვით ფორთოხლის წვენში არეული ნაღები და შაქრის პუდრა.
    აცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.
    ამასობაში მოამზადეთ გასაჟღენთი სიროფი: გამოწურეთ 2 ფორთოხლისგან წვენი, წამოადუღეთ შაქართან ერთად. მოასხით გამომცხვარ, ცხელ-ცხელ ფუნთუშებს.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა