როგორ მოვამზადოთ იტალიური ფუნთუშები 10 წუთში!

22-06-2023, 12:54
218 ნახვა
Aa

ფუნთუშები რძეზე – როცა ჩაისთან რაღაც გემრიელი გინდა და ცოტა დრო გაქვს...
 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
  • ზეთი
  • გამაფხვიერებელი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • ფორთოხალი
  • ვაშლი
  • რძე
  • კონიაკი
  • ქიშმიში
  • კვერცხი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    გახეხეთ წვრილ სახეხზე ფორთოხლის ცედრა, ეცადეთ, არ მიაყოლოთ მწარე ფენა. გახეხეთ ასევე გაფცხქვნილი ვაშლი და მოათავსეთ მასა ჯამში.

    დააწურეთ ფორთოხლის წვენი და კარგად აურიეთ.

    დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქარი. ჩაასხით რძე, ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ ქიშმიში და კონიაკი.

    მოზილეთ მაგარი, ოდნავ წებოვანი ცომი. თუ დაგჭირდათ, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ფქვილი.

    ღრმა ტაფაში ჩაასხით რაფინირებული ზეთი 3 სმ სიმაღლეზე და კარგად გაახურეთ.

    შემდეგ აიღეთ სუფრის კოვზი, დაასველეთ ცივ წყალში, ამოიღეთ ცომი და დადეთ ტაფაზე.
    შეწვით ფუნთუშები ყველა მხრიდან.

    შემდეგ გადმოიღეთ ქაღალდეის ხელსახორცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოაცილოთ. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა