წვნიანი ხორცი ქამა სოკოთი და ტკბილი წიწაკით – მოამზადეთ ვახშმად!

21-06-2023, 09:45
145 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი
  • ტომატპასტა
  • სტაფილო 1 ცალი
  • ტკბილი წიწაკა
  • დიდი ხახვი
  • ქამა სოკო
  • საქონლის რბილი ხორცი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    დაჭერით ხორცი, მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე. დაუმატეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, აურიეთ და ხრაკეთ კიდევ რამდენიმე წუთი. დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, სოკო, მსხვილად გახეხილი სტაფილო და ტომატპასტა, მარილი და პილპილი. თუშეთ 5 წუთი.
    დაუმატეთ 300 მლ წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ ნახევარი საათის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა, დაუმატეთ წყალი. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი კამა.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა