სამარხვო სალათა კივით

20-06-2023, 11:01
134 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბროწეულის მარცვლები
  • კივი
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი (სამარხვო)
  • ტკბილი მდოგვი - 1.00 ჩ/კ
  • ლიმონის წვენი - 1.00 ჩ/კ
  • ზეთი - 1.00 ჩ/კ
  • ქამა სოკო - 4.00 ცალი
  • კარტოფილი - 1.00 ცალი, მოხარშული
  • სტაფილო - 1.00 ცალი, მოხარშული

    მომზადების წესი

    კარტოფილი და სტაფილო წვრილად დავჭრათ. სოკო თხლად დავჭრათ და ზეთში მსუბუქად მოვშუშოთ, დავუმატოთ
    მარილი და პილპილი. მაიონეზში ავურიოთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი და ყველა ინგრედიენტთან ერთად
    ავურიოთ. კივი გავფცქვნათ და თხელ ფენებად დავჭრათ.
    სალათა ლამაზად ამოვიღოთ თეფშზე და მოვრთოთ კივითა და ბროწეულით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა