იტალიური სამარხვო ტკბილეული

20-06-2023, 10:54
272 ნახვა
Aa

ძეპოლა იტალიური ნუგბარია, რომელიც ძალიან გავს ჩვენთვის ცნობილ ბურბუშელას.
იგი ძალიან მარტივად მზადდება და მარხვაშიც თავისუფლად შეგვიძლია მივირთვათ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • დარიჩინი
  • შაქრის პუდრა - 1.00 ჭიქა
  • მწიკვი მარილი
  • ცხელი წყალი - 300.00 მლ
  • ფქვილი - 300.00 გ                                                                                                                                                                                                          მომზადების წესი
    თასში ავურიოთ დარიჩინი და შაქრის პუდრი. ქვაბში ავადუღოთ წყალი, გავუწყოთ მარილი და ჩავყაროთ ფქვილი. ვურიოთ ხის კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას მივიღებთ, შემდეგ გადმოვიღოთ ხის ზედაპირზე, ოდნავ შევაგრილოთ, ხელები რომ არ დავიწვათ და ცოტაოდენი ფქვილის დახმარებით თხლად გავაბრტყელოთ. ცომი დავჭრათ სასურველი ფორმით. ქვაბში, საშუალო ტემპერატურაზე ავადუღოთ ზეთი და ჩავყაროთ მომზადებული ცომები. როცა ცომი დაიბრაწება, ჯერ საშრობ ქაღალდზე შევაშროთ, შემდეგ კი ცხელივე ამოვავლოთ შაქრის პუდრისა და დარიჩინის ნარევში და თეფშეზე გადავიტანოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა