დამარინადებული თევზი

14-06-2023, 11:49
140 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • სიმინდის ფქვილი
  • ლიმონის წვენი
  • სოიოს სოუსი
  • თინუსი ან ორაგული

მომზადების წესი

თევზის ნაჭრები ჩავაწყოთ ჭურჭელში, დავასხათ ერთმანეთში არეული ლიმონის წვენი და სოიის სოუსი და 5-6 საათით მაცივარში შევდგათ.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. თევზის ნაჭრები ამოვავლოთ სიმინდის ფქვილში, მოვაყაროთ ცოტა მარილი (სოიის სოუსი მლაშეა და ბევრი არ დასჭირდება) და მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან შევბრაწოთ. სუფრასთან მიტანის წინ მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.

რჩევა

სოიის სოუსი ტრადიციული ჩინური სანელებელია, რომელიც კერძს სასიამოვნო არომატს სძენს. მისი შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტებში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა