განსხვავებული და ფუმფულა ოლადები ხაჭოთი

7-06-2023, 12:09
156 ნახვა
Aa

განსხვავებულობა იმაში გამოიხატება, რომ  ამ რეცეპტით თხელ, არაჟნისმაგვარ მასას არ მიიღებთ.  იდეალური ხაჭოს ოლადების  მთავარი საიდუმლო თავად ხაჭოს მომზადებაშია. იგი უნდა იყოს არანაკლებ 9%–იანი, გამოყენებამდე კი უნდა გაწუროთ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მწიკვი მარილი
  • ზეთი - 5.00 სკ
  • შაქარი - 2.00 სკ
  • ფქვილი - 6.00 სკ
  • კვერცხი - 2.00 ცალი
  •  ხაჭო - 500.00 გ

    მომზადების წესი

    ხაჭოს ხელით ან ჩანგლით კარგად დავსრისოთ. დავამატოთ ორი კვერცხი,შაქარი და მწიკვი მარილი. ინგრედიენტები კვლავ ხელით შევურიოთ ერთმანეთს.
    მასას დავამატოთ ფქვილი და ხის ან სილიკონის კოვზით ამოვურიოთ.
    ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები და ოლადების ფორმა მივცეთ. ტაფაზე ზეთი დავასხათ და გამოვაცხოთ ოლადები ორივე მხრიდან 5–5 წუთით. ხშირად გადავატრიალოთ, რომ არ დაიწვას.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა