სოკოს მარინადის სალათა ბოსტნეულით

4-06-2023, 10:50
204 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა - 1.00 კონა
  • ტკბილი წიწაკა - 1.00 ცალი
  • პომიდორი - 2.00 ცალი
  • ზეთი ან ზეითუნის ზეთი - 1.00 ს/კ
  • ხახვი
  • მარინადის წვენი - 1.00 ს/კ
  • სოკოს კონსერვი - 300.00 გ

მომზადების წესი

ხახვი გაფცქვენით, ტკბილი წიწაკა გაარჩიეთ და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, ხოლო ხახვი თხელ ნახევარწრეებად. პომიდორიც დაჭერით ნახევრწრეებად. კამა გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით წმინდად.

მოათავსეთ ყველა ბოსტნეული სასალათეში. სოკო გადაიტანეთ საწურზე, რათა დაიწუროს ზედმეტი სითხე. დაიტოვეთ 1 ს/კ მარინადის წვენი.

თუ სოკო მსხვილია, დაჭერით, თუ წვრილი - დატოვეთ მთელები და დაუმატეთ ბოსტნეულის ასორტს. მარინადის წვენში აურიეთ 1 ს/კ ზეთი ან ზეითუნის ზეთი და მოასხით სალათს. მოაყარეთ გემოვნებით მარილი და პილპილი, აურიეთ და გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა