ხრაშუნა ტოსტები პომიდვრით და ლორით

31-05-2023, 10:53
140 ნახვა
Aa

ჩვეულებრივი ბუტერბროდიც კი შეიძლება ნამდვილ დელიკატესად აქციო, თუკი ერთ პატარა ნიუანსს დაუმატებთ. აი, მაგალითად ასე...

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ნიორი - 2.00 კბილი
  • პომიდორი - 3.00 ცალი
  • ლორი - 12.00 ფირფიტა
  • ბაგეტი - 1.00 ცალი

    მომზადების წესი

    გაჭერით ბაგეტი 3 თანაბარ ნაწილად. ხოლო თითოეული ნაწილი კიდევ გაჭერით შუაზე, განივად.

    მიღებული ნაჭრები გახუხეთ ტოსტერში.

    წაუსვით გახუხულ პურის ნაჭრებს გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი ნიორი და პომიდვრის გაჭრილი ნაჭერი.

    დარჩენილი პომიდვრები დაჭერით თხელ წრეებად და დაალაგეთ ტოსტის პურებზე.

    მოაყარეთ მარილი და პილპილი.

    შემდეგ დაალაგეთ პურის თითოელ ნაჭერზე ლორის თითო ფირფიტა, მოასხით ზეითუნის ზეთი და მიიტანეთ სუფრასთან.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა