დაუმატეთ ბადრიჯნის სალათას ეს ინგრედიენტი და ის განსაკუთრებულად გემრიელი გამოვა

22-05-2023, 13:07
181 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • კამა
  • ბადრიჯანი
  • კარტოფილი
  • ბულგარული წიწაკა
  • ნიორი
  • მწვანე ხახვი 

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    ბადრიჯანი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და შეწვით მცენარეულ ზეთში. გადაიტანეთ ის სამზარეულოს ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი. დატოვეთ რამდენიმე წუთი, რომ გაცივდეს.
    კარტოფილი დაჭერით ჩხირებად და შეწვით ზეთში.
    ბულგარული წიწაკა დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
    გაგრილებული ბადრიჯანი დაჭერით წვრილად, ხოლო ხახვი მრგვლად. ასევე წვრილად დაჭერით მწვანილი და ნიორი.
    ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა