ოლივიეს გამარტივებული ვარიანტი – თამამად მიირთვით დიეტაზე ყოფნის დროსაც!

16-05-2023, 22:05
199 ნახვა
Aa

თუ ოლივიე გიყვართ, მაგრამ თვლით, რომ კარტოფილი და მაიონეზეი ზედმეტად კალორიულია თქვენი რაციონისთვის, მაშინ ჩაინიშნეთ ეს ვარიანტი. 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ნატურალური იოგურტი
  • მდოგვი
  • კიტრის მწნილი
  • კიტრი
  • კვერცხი
  • ქათმის ფილე


მომზადების წესი:
მოხარშეთ კვერცხი, მოათავსეთ ცივ წყალში, რათა გაცივდეს. შემდეგ გაფცქვენით და დაჭერით.
მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით კუბიკებად.
ასევე კუბიკებად დაჭერით კიტრის მწნილი და ქორფა კიტრიც.
აურიეთ ყველა ინგრედიენტი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით იოგურტში არეული მდოგვის სოუსი და კარგად აურიეთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა