სალათა "ფორთოხლის ნაჭერი" – საახალწლო სუფრის მშვენება

9-03-2023, 01:56
240 ნახვა
Aa

სადღესასწაულო კერძი არა მხოლოდ გემრიელი უნდა იყოს, არამედ ლამაზიც და ორიგინალურიც. ამისათვის ცოტაოდენი ძალისხმევა და ფანტაზიაა საჭირო. იმისათვის, რომ ახალი წელი ბევრად ფერადი გამოვიდეს, მოგაწვდით კრეატიული, საახალწლო სალათის იდეას.
 

ინგრედიენტები

  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
  • მაიონეზი
  • მარილი და პილპილი
  • ქათმის ფილე
  • მჟავე კიტრი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • კარტოფილი

მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დააწყით გაშლილ თეფშზე კარტოფილი ნახევარმთვარის (ფორთოხლის ნაჭრის) ფორმით. მოაყარეთ მარილი და პილპილი ზემოდან მოასხით მაიონეზი ბადისებურად.

მოხარშეთ ქათმის ფილე და დაძენძეთ. ქათმის ფილე გაანაწილეთ კარტოფილზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი და კვლავ მოასხით მაიონეზი ბადისებურად.

დაჭერით ხახვი კუბიკებად, მოაწყვეთ ქათამს და მოასხითმაიონეზი.

დაჭერითი წვრილად მჟავე კიტრი, მოაწყვეთ ხახვზე და მოასხით მაიონეზი.

მოხარშეთ სტაფილო და გახეხეთ წვრილ სახეხზე. გაანაწილეთ ძირითად მასის შიდა მხარეს, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

კარტოფილის ნაწილს გახეხილი ყველი მოაყარეთ, ხოლო დარჩენილი გახეხილი სტაფილოთი გააკეთეთ ტიხრები.

შედგით სალათა 1-2 საათით მაცივარში და შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა