სავუას ბისკვიტი - საკონდიტრო კლასიკა

25-05-2023, 12:02
197 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ფორთოხლის ყვავილის წყალი
  • გამდნარი კარაქი
  • კვერცხი
  • შაქარი
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    კვერცხის გულები და შაქარი გათქვიფეთ გათეთრებამდე. შეურიეთ ფორთოხლის ყვავილის წყალი, შემდეგ ფქვილი და ხელახლა ათქვიფეთ. შემდეგ შეათქვიფეთ გამდნარი კარაქი.

    ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე. ნიჩბის ან კოვზის დახმარებით, ნაწილ-ნაწილ, ფრთხილად შეურიეთ ცომს ბეზე.

    ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 190 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი ან სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს.

    შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ ბისკვიტი, ფორთოხლის მურაბასთან ერთად. ან გამოიყენოთ სხვადასხვა დესერტებსა და ტორტებში.

    * ფორთოხლის ყვავილის წყალი ფორთოხლის ყვავილებზე დამზადებული ნაყენია, რომელსაც დამახასიათებელი სურნელი და არომატი აქვს. გამოიყენება სხვადასხვა დესერტებში, ძირითადად აღმოსავლურ, ლიბანურ, არაბულ ტკბილეულში. მისი ყიდვა შესაძლებელია თბილისშიც, სუპერმარკეტებში.

    უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ გამოტოვოთ რეცეპტიდან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა