მომზადების წესი
სასალათეს ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი. შემდეგ მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ფენებად:
1. მსხვილ სახეხზე გახეხილი ღვიძლი.
2. წვრილად დაჭრილი ან გახეხილი კვერცხი.
3. წვრილად დაჭრილი კიტრი.
4. ბრინჯი
5. გახეხილი სტაფილო
6. გახეხილი ყველი.
თითოეულ ფენას თხლად წაუსვით მაიონეზი. მარილი და პილპილი თქვენი გემოვნების მიხედვით დაამატეთ. ასევე შეიძლება მწვანილის დამატება.
სერვირების წინ სალათა გადმოაბრუნეთ თეფშზე და მოაცილეთ ცელოფანი.