უგემრიელესი სამარხვო ფლავი ბრინჯით და ჩირებით

19-06-2023, 11:55
222 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქარი
  • ზეითუნის ზეთი
  • ვანილი
  • ფორთოხლის ცედრა
  • ნუში
  • ქიშმიში
  • გარგრის ჩირი
  • გრძელი ბრინჯი

    მომზადების წესი

    ფლავისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ჩირი რაც გიყვართ ან გაქვთ: გარგრის, ქლიავის, ალუბლის, შტოშის, ფინიკის, ლეღვის... ასევე ნებისმიერი ფერის ქიშმიში, ღია ოქროსფერიდან შავამდე.

    გრძელი ბრინჯი (ბასმატი) კარგად გარეცხეთ. მოხარშეთ და გადაწურეთ.

    ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ დაჭრილი ჩირი, შაქარი და ნუში (ან ნიგოზი) შუშეთ რამდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი, ამოურიეთ და განაგრძეთ შუშვა რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაამატეთ ფორთოხლის ცედრა და ვანილი. უგემრიელესი ფლავი მზადაა

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა