სამარხვო კატლეტები შვრიით და კარტოფილით - სანამ არ გასინჯავთ, ვერც წარმოიდგენთ, რა გემრიელია!

16-06-2023, 14:16
332 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • საფანელი
  • მარილი და პილპილი
  • მდუღარე წყალი - 100 მლ
  • კარტოფილი - 1 საშუალო ზომის
  • ნიორი - 1 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • შვრიის ფანტელი - 1 ჭიქა

    მომზადების წესი

    დაასხით შვრიის ფანტელს 100 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, რათა გაფუვდეს.ხახვი და ნიორი გახეხეთ საშუალო სახეხზე და დაუმატეთ გაფუებულ შვრიის ფანტელს.კარტოფილი გარეცხეთ და გაფცქვენით, გაატარეთ ან გახეხეთ წვრილად და შეურიეთ შვრიის ფანტელის მასას.ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.მიეცით ფარშს კატლეტების ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.შემდეგ დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით.გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა