კარტოფილი ზეთისხილითა და ლიმონით მაროკოულად

16-06-2023, 13:48
110 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • 1 ლიმონის წვენი
  • დაჭრილი ოხრახუში
  • წყალი
  • დაფქული ძირა
  • ლიმონის ცედრა
  • ზეითუნის ზეთი
  • კარტოფილი
  • ზეთისხილი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    გაჭერით ზეთისხილი, თუ კურკიანია გამოაცალეთ კურკები და დაჭერით წვრილად.
    გაფცქვენით და დაჭერით კარტოფილი პატარა ნაჭრებად, ან – ოთხად, თუ ძალიან დიდი არ არის. მოათავსეთ ჯამში დაჭრილ ზეთისხილთან ერთად, მოასხით ზეთი, მოაყარეთ ლიმონის ცედრა, ძირა, მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ღრმა ტაფაში. დაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
    შემდეგ დააფარეთ თავსახური და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10-12 წუთი, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. ახადეთ თავსახური და კიდევ 1-2 წუთი ხარშეთ, სანამ წყალი მთლიანად არ ამოქრება. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა