ვანილის ხრაშუნა ორცხობილები ჩაისთვის

16-06-2023, 13:15
172 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 0.5 ჭიქა
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • შაქრის პუდრა - 0.5 ჭიქა
  • კარაქი - 230 გ

მომზადების წესი

ოთახის ტემპერატურის კარაქს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ათქვიფეთ მიქსერის მაღალი სიჩქარით, დაუმატეთ ვანილის შაქარი, სახამებელი და ნახევარი ჭიქა ფქვილი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი, ოღონდ ამჯერად ხის კოვზით მოურიეთ და არა მიქსერით. მიიღებთ ნაზ, რბილ ცომს.დააფინეთ პერგამენტი ღუმელის ტაფაზე და დაასვით საკონდიტრო ტომრის მეშვეობით ლამაზი ორცხობილები. თითოეულს შორის დატოვეთ 2 სმ დაშორება.მოათავსეთ ტაფა ჯერ მაცივარში 1 საათით (თუკი ძალიან გეჩქარებათ, მაშინვე გამოაცხვეთ). შემდეგ გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ 20-25 წუთი.გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა