ძალიან ფაფუკი და საოცრად არომატული ბანანის კექსი

16-06-2023, 12:54
161 ნახვა
Aa

რჩევაგამაფხვიერებლის ჩანაცვლება სოდით შეიძლება. 1 ჩ.კ. სოდა გავხსნათ ცოტაოდენ ლიმონის წვენში ან ძმარში და ისე დავუმატოთ ცომს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • გამაფხვიერებელი - 10 გ
  • ფქვილი - 170 გ
  • შაქარი - 170 გ
  • ბანანი - 2 ც
  • კვერცხი - 3 ც
  • დარბილებული კარაქი - 170 გ

    მომზადების წესი

    ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი შაქართან ერთად ავთქვიფოთ. სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. დავუმატოთ გადამწიფებული ბანანი. ბოლოს შევაზილოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. გადავიტანოთ ცომი და შევდგათ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში. ვაცადოთ კარგად გაცივება და დავჭრათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა