პარფე ატმით, ჟოლოთი და შოკოლადით

14-06-2023, 10:16
122 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ჟოლოს ჯემი
  • ლიქიორი
  • ვანილი
  • ატამი
  • ჟოლო
  • შოკოლადი
  • ნაღები 35 %
  • კვერცხის გული
  • შაქარი

    მომზადების წესი

    ატამი 2-3 წუთით მდუღარე წყალში ჩაუშვით, შემდეგ კანი გააცალეთ. თუ კომპოტის ატამს გამოიყენებთ, ეს ეტაპი გამოტოვეთ. ატამი დაჭერით პატარა კუბებად. 

    კვერცხის გული შაქართან ერთად დადგით ორთქლის აბაზანაზე და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ ვანილი და კონიაკი. შემდეგ გადმოდგით ორთლის აბაზანიდან, ჩადეთ თასი ცივ წყლიან ჭურჭელში და განაგრძეთ თქვეფა სანამ არ გაცივდება.
    ცალკე ათქვიფეთ ნაღები. მიღებულ კრემში შეურიეთ ჯერ კვერცხის მასა, შემდეგ  ჯემი, ხილი, გახეხილი შოკოლადი.
    ფორმას ჩააფინეთ ცელოფანი, გადაიტანეთ ნარევი და გაყინეთ. თუ სილიკონის ფორმას იყენებთ, ცელოფნის ჩაფენა აღარ დაგჭირდებათ - ადვილად გადმოდის.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა