არომატული ბადრიჯანი მწვანილებში - მოამზადეთ სადილად ან ზამთრისთვის

13-06-2023, 11:52
262 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

მარინადი

  • მარილი - 2.00 სკ
  • ძმარი 9% - 200.00 მლ
  • წყალი - 2.00 ლ

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • ქინძი,ოხრახუში, კამა
  • წითელი წიწაკა
  • ხახვი - 2.00 ც
  • ნიორი - 2.00 თავი
  • ბადრიჯანი - 2.00 კგ

    მომზადების წესი

    ბადრიჯანი დაჭერით კუბიკებად.

    ქვაბში ჩაასხით წყალი, ძმარი, ჩაყარეთ მარილი და მოურიეთ. რომ ადუღდება, ქვაბში ნახევარი ბადრიჯანი ჩაყარეთ. 7-8 წუთით გააჩერეთ და საწურზე გადაიტანეთ. ასევე გააკეთეთ ბადრიჯნის მეორე ნაწილის შემთხვევაშიც. სანამ ბადრიჯანი იწრიტება, დანარჩენი ბოსტნეული გაამზადეთ.

    ნიორი გახეხეთ, დაჭყლიტეთ ან წვრილად დაჭერით. ხახვი თხლად დაჭერით, წითელი წიწაკა წვრილად დაჭერით. ასევე დაჭერით მწვანილებიც.

    ბადრიჯანი დიდ ჯამში გადაიტანეთ, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული, ბოლოს ზეთი მოასხით და ამოურიეთ.

    ასე მომზადებული ბადრიჯანი შეგიძლიათ კონტეინერში გადაიტანოთ და მაცივარში შეინახოთ (სულ მცირე, 1 თვეს გაძლებს) ან ქილებში გადაანაწილოთ, წესისამებრ გაასტერილოთ და ზამთრისთვის შეინახოთ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა