თუ გაქვთ 1 ც ყაბაყი, მოამზადეთ ეს ნოყიერი საუზმე

13-06-2023, 11:13
127 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მწვანე ხახვი
  • ყაბაყი - 1.00 ც
  • კვერცხი - 3.00 ც (1 მთლიანი, 2 ცილა)

    მომზადების წესი

    ყაბაყი მრგვლად დაჭერით.

    მწვანე ხახვის თავი დაჭერით წვრილად და რამდენიმე წამით ზეთში მოთუშეთ. გადაიტანეთ ტაფაზე ყაბაყის ნაჭრები და ორივე მხარეს შეწვით.

    ჯამში მსუბუქად გათქვიფეთ 1 მთლიანი კვერცხი და 2 კვერცხის ცილა. დაუმატეთ მარილი და პილპილიც. კვერცხის მასა ყაბაყის ნაჭრებს დაასხით, ტაფას თავი დაახურეთ და 2-3 წუთით დაბალ ცეცხლზე დატოვეთ.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა