სამეფო საუზმე „გლეხური“ ინგრედიენტებით - არავინ მიჯერებს, რომ ასე მარტივად მზადდება

13-06-2023, 11:03
136 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სასურველი მწვანილი
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი ან ზეთი - 1.00 სკ
  • პური - 2.00 ნაჭერი
  • ყველი - 50.00 გ
  • კვერცხი - 3.00 ც
  • პამიდორი - 1.00 ც
  • ხახვი - 1.00 პატარა (ან დიდის ნახევარი)

    მომზადების წესი

    ხახვი წვრილად დაჭერით. ტაფა გაახურეთ, კარაქი დაადნეთ (ან ზეთი დაასხით) და ხახვი მოთუშეთ.

    ყველი გახეხეთ.

    პურის ნაჭრები და პამიდორი კუბიკებად დაჭერით.

    ხახვი ნახევრად რომ მოითუშება, მარილი და პილპილი დააყარეთ და პამიდორი დაუმატეთ. პამიდორი წვენს რომ თითქმის დაიშრობს, პური დაუმატეთ და ამოურიეთ. პური ცოტათი უნდა დაიბრაწოს.

    კვერცხი ჩანგლით გათქვიფეთ და ტაფაზე დაასხით. თავზე ყველი მოაყარეთ და სურვილისამებრ, მწვანილი. გაზი გამორთეთ, ტაფას თავი დაახურეთ და 2-3 წუთი დააყოვნეთ.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა