ექსპრეს საუზმე მთელი ოჯახისთვის - ყველა საჭირო ინგრედიენტი თქვენს მაცივარშია

12-06-2023, 12:24
129 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • რძე - 50.00 მლ
  • მარილი - გემოვნებით
  • კვერცხი
  • მაგარი სახეობის ყველი - 100.00 გ
  • პამიდორი - 1.00 ც
  • ძეხვი ან ლორი - 100.00 გ
  • პური

მომზადების წესი

პური, ძეხვი დაპამიდორი დაჭერით კუბებად. ყველი გახეხეთ.

კვერცხს შეურიეთ რძე, მარილი და გათქვიფეთ.

ტაფაზე დაასხით ზეთი (ან კარაქი დაადნეთ) და მოაყარეთ დაჭრილი პური. შემდეგ ფენად - ძეხვი და პამიდორი. ბოლოს მოასხით კვერცხი და თავზე ყველი მოაყარეთ. სურვილისამებრ სხვა სანელებლებიც დაუმატეთ.

ტაფას თავი დაახურეთ და დაბალ ცეცხლზე დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.

გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა