ნოყიერი საუზმე კარტოფილითა და კვერცხით მთელი ოჯახისთვის

12-06-2023, 11:35
155 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ყველი
  • რძე - 100.00 მლ
  • კვერცხი - 3.00 ც
  • კარტოფილი - 2.00 ც

    მომზადების წესი

    კარტოფილი დაჭერით კუბიკებად და შეწვით ცოტაოდენ ზეთში.

    კვერცხს დაუმატეთ რძე, მარილი, პილპილი (სურვილისამებრ, პაპრიკაც) და ათქვიფეთ.

    კარტოფილი რომ შეიწვება, გადაასხით ათქვეფილი კვერცხი. თავზე მოალაგეთ დაჭრილი ყველი და ტაფას თავი დაახურეთ. კვერცხი მომზადდება, ყველი კი სასიამოვნოდ ჩადნება.

    მომზადებული საუზმე გადმოიტანეთ თეფშზე და კამა მოაყარეთ.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა