ომლეტი ისპანახითა და სულგუნით

4-06-2023, 15:23
158 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ქინძი და ოხრახუში
  • სვანური მარილი
  • სულგუნი - 20.00 გ
  • ნიორი - 3.00 გ
  • კვერცხი - 2.00 ცალი
  • ხახვი - 30.00 გ
  • ზეთი - 10.00 გ
  • ისპანახი - 50.00 გ

    მომზადების წესი

    დაჭერით კუბიკებად ხახვი, წმინდად დაჭერით ნიორი და მოხრაკეთ ნახევრად ზეთში. გაარჩიეთ და კარგად გარეცხეთ ისპანახი. დაუმატეთ ტაფაში ხახვსა და ნიორს და მოხრაკეთ ისიც 1-2 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ სვანური მარილი.

    მოასხით ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და კვლავ მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი.

    დაუმატეთ დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, ასევე კუბიკებად დაჭრილი სულგუნი, დააფარეთ თავსახური ტაფას და გააჩერეთ, სანამ ყველი არ ჩადნება.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა