თუ გაქვთ 250 გრამი ხაჭო და 2 ცალი კვერცხი, მოამზადეთ ეს ფუმფულა ღვეზელები

12-06-2023, 13:34
158 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ფქვილი
  • ზეთი - 2.00 სკ
  • სოდა
  • მარილი
  • შაქარი - 1.00 სკ
  • კვერცხი - 2.00 ც
  • არაჟანი - 3.00 სკ
  • ხაჭო - 250.00 გ

მომზადების წესი

ხაჭოს დაუმატეთ არაჟანი და დააბლენდერეთ. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, მარილი და ამოურიეთ. დაუმატეთ ძმარში გახსნილი სოდა. შემდეგ - ზეთი, ბოლოს - ფქვილი. მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ 5 მმ სისქეზე და გამოჭერით სასურველი ფორმები.

შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით არაჟანთან, ჯემთან ან შოკოლადის კარაქთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა