კარტოფილის ომლეტი ესპანურად - საუზმის საუკეთესო ვარიანტი

12-06-2023, 11:44
132 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სენდვიჩის ყველი - 8.00 ნაჭერი
  • ბეკონი - 4.00 ნაჭერი
  • ხახვი - 0.5 ცალი
  • კვერცხი - 5.00 ცალი
  • კარტოფილი - 3.00 ცალი (საშუალო ზომის)
  • მარილი

    მომზადების წესი

    საშუალო ცეცხლზე შემოდგით ტაფა, დაუმატეთ ზეთი, ძალიან წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ხახვის მოზრდილი ნაჭრები, მწიკვი მარილი და 10 წუთის განმავლობაში ურიეთ ხის კოვზით. როცა კარტოფილი შერბილდება, ხის კოვზის "ჩაჭყლიტეთ" კარგად და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ ქურაზე.

    აიღეთ თასი, ადღვიბეთ კვერცხი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და თასშივე დაუმატეთ ჩვენ მიერ უკვე მომზადებული კარტოფილი.

    ამ მასის 1/3 მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე, ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ, დაუმატეთ ყველისა და ბეკონის ნაჭრები და ზემოდან კვლავ კარტოფილის მასა. შეწვით დაბალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან.


    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა