ტარატორი - ბულგარული ცივი სუპი

9-06-2023, 12:39
165 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • ნიგოზი
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი
  • წყალი
  • კეფირი
  • კიტრი

    მომზადების წესი

    ტარატორი ბულგარეთსა და მაკედონიაში გავრცელებული ცივი სუპია. ცხელ ზაფხულში მისი მირმევა მთელი სიამოვნებაა. მზადდება კეფირისგან, კიტრისგან და ბევრი მწვანილისგან.

    კიტრი გავხეხოთ ან დავჭრათ წვრილად, ნიორი დავჭყლიტოთ, ნიგოზი  და მწვანილი წვრილად დავჭრათ.

    ყველაფერი მოვათავსოთ თასში, დავასხათ კეფირი და წყალი, დავამატოთ მარილი და პილპილი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა