ცივი სუპი ჭარხლით

28-05-2023, 15:30
187 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი
  • კამა
  • ბოლოკი
  • კიტრი
  • კვერცხი
  • ჭარხალი
  • კეფირი

    მომზადების წესი

    ჭარხლის  ნახევარი დავჭრათ  წვრილ კუბებად.

    კიტრი დავჭრათ კუბებად და დავამატოთ ჭარხალს.

    თხელ ფირფიტებად დავჭრათ ბოლოკი.

    წვრილად დავჭრათ კამაც.

    დარჩენილ ჭარხალს დავამატოთ კამის ნაწილი და კეფირი. ბლენდერით ერთიან ხასხასა მასად ვაქციოთ. დავამატოთ მარილი.

    თეფშზე ამოვიღოთ სუპი, ჩავამატოთ დაჭრილი ბოსტნეულის მიქსი, ნახევარი მოხარშული კვერცხი და გამაგრილებელი, მსუბუქი საზაფხულო წვნიანი მზადაა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა