ჭარხლის ფოთლები
მომზადების წესი
მომზადების წესი:
ბარდას დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ ცეცხლზე. პარალელურად ზეთში მოვშუშოთ ხახვი. ქინძი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ჭარხლის ფოთლები კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ.
წვენი გადავწუროთ და ცალკე შევინახოთ. როცა ბარდა მოიხარშება, გადავწუროთ, დავუმატოთ წითელი მხლის ფოთლების ნახარში, ხახვი, მწვანილი, ნიორი და ბლენდერით ავთქვიფოთ. თუ ბლენდერი არ გვაქვს, გავაკეთოთ ბარდის პიურე და შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. სითხე ერთდროულად არ დავასხათ,
ნელ-ნელა ვუმატოთ, სანამ სასურველ კონსისტენციას მივიღებთ. მომზადებული მასა ჩავაბრუნოთ ქვაბში, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა და წამოვადუღოთ.