უგემრიელესი სალათა "ფანტაზია"

7-06-2023, 11:21
137 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი
  • მაიონეზი - 250.00 გ
  • კამა - 1.00 შეკვრა
  • სიმინდის კონსერვი - 350.00 გ (1 ქილა)
  • კიტრი - 1.00 ცალი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1.00 ცალი
  • კვერცხი - 4.00 ცალი
  • შებოლილი ბეკონი ან ლორი1.მოვამზადოთ პირველად ინგრედიენტები:კვერცხი მოვხარშოთ, კიტრი, ბულგარული წიწაკა და კამა გავრეცხოთ გამდინარე ცივი წყლით.სიმინდის მარცვლებსაც გავავლოთ წყალი და დავყაროთ თუშფალანგზე რომ წყალი არ შეყვეს.


    2.მოზრდილ თასზე დავჭრათ კვერცხი და ავურიოთ სიმინდის მარცვლები.


    3.დავჭრათ ბეკონი წვრილ გრზელ ჩხირებათ(როგორც სურათზეა)და დავაყაროთ კვერცხსა და სიმინდის მარცვლებს.


    4.ტკბილი წიწაკაც დავჭრათ ჩხირებათ.ხოლო კიტრი გავფცქვნათ, გავყოთ შუაზე და თხელ ნაჭრებად დვჭრათ.ესეც დავამატოთ თასზე დაყრილ ინგრედიენტებს.


    5.დავჭრათ ცოცხალი კამაც და დავაყაროთ სალათას, შემდეგ დავაყაროთ მარილი და მოვურიოთ კარგად.ბოლოს კი გემოვნებით მაიონეზი და კიდევ ერთხელ მოურიოთ.გადავიტანოთ სასალათე ლანგარზე და...

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა