ხილის სალათა ლიმონის კრემით

5-06-2023, 10:16
113 ნახვა
Aa

ამ სალათის მოსამზადებლად ნებისმიერი ხილი გამოდგება, მთავარია კარგად ეხამებოდეს ერთმანეთსა და ლიმონის არომატიან კრემს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პიტნა
  • ვანილის შაქარი
  • მარწყვი
  • კივი
  • ყურძენი
  • ვაშლი
  • ბანანი
  • ლიმონი
  • არაჟანი
  • ნაღები 32% -36%

    მომზადების წესი

    ლიმონი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი.

    ხილი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად.

    არაჟანი და ნაღები ვანილიან შაქართან ერთად  ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე, დავამატოთ ლიმონის ცედრა და წვენი. თუ კრემის სიტკბო არ გვაკმაყოფილებს, შეგვიძლია დავამატოთ შაქრის პუდრა გემოვნებით.

    ხილი გავანაწილოთ ჭიქებში, მოვასხათ კრემი და 30 წუთით მაცივარში შევდგათ. მირთმევის წინ მოვრთოთ პიტნის ფოთლებით

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა