მარტივი დესერტი ცხობის გარეშე - მხოლოდ 10 წუთს დახარჯავთ და უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ

4-06-2023, 15:45
119 ნახვა
Aa

თუ სტუმრებს ელოდებით და არ იცით რით გაუმასპინძლდეთ - მოამზადეთ ეს დესერტი! მხოლოდ 10 წუთს დახარჯავთ, შედეგად კი უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • თხილი
  • შოკოლადი
  • ნაღები
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია")

    მომზადების წესი

    შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები და კარგად მოურიეთ, სანამ მთლიანად არ გადნება. მართკუთხა ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ მასში დატეხილი ნამცხვარი და დაჭრილი თხილი (ან ნუში, ნიგოზი, არაქისი...). ზემოდან თანაბრად მოასხით შოკოლადი. დესერტი მზადაა, ერთადერთი ისღა დაგრჩენიათ მაცივარში შედგათ და დაელოდოთ როდის გამაგრდება. მზა დესერტი ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა