იდეალური სოკოს სუპი

28-05-2023, 15:09
157 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბულიონი ან წყალი
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი
  • ნაღები
  • რძე
  • თეთრი ღვინო
  • ზეითუნის ზეთი
  • ხახვი
  • ქამა სოკო

    მომზადების წესი

    წვრილად დაჭერით ხახვი. დაჭერით სოკო ფირფიტებად. ერთად მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, ტაფაზე. სხვა ტაფაზე მშრალად მოხალეთ ფქვილი გაყავისფრებამდე (არ დაგეწვათ).
    ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ ბულიონი, ღვინო რა რძე. ბულიონს დაამატეთ მოშუშული სოკო (ცოტაოდენი გადაინახეთ მოსართავად). დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაგრილებული ფქვილი გახსენით ცოტა ცივ წყალში და დაამატეთ მდუღარე წვნიანს, თან გამუდმებით ურიეთ. ხარშეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ბლენდერით ათქვიფეთ. მიღებულ კრემ სუპს დაამატეთ მარილი და პილპილი, ნაღები და კარგად აურიეთ.
    წვნიანი გადაიღეთ ფიალებში, ზემოდან გააფორმეთ შემონახული შემწვარი სოკოთი და ოხრახუშით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა