კეფირში დამარინადებული , ხრაშუნაკანიანი ქათამი

21-06-2023, 10:35
134 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ფქვილი
  • მარილი და პილპილი
  • ქათმის ბარკალი
  • კეფირი
  • როზმარინი
  • დაფნის ფოთოლი
  • ხახვი
  • ნიორი

    მომზადების წესი

    კეფირში ავურიოთ დაფშვნეტილი დაფნის ფოტოლი, როზმარინი, პილპილი, დაჭრილი ხახვი და ნიორი. ამ ნარევში ჩავალაგოთ ქათმის ბარკლები და მთელი ღამე მაცივარში გავაჩეროთ.

    ფქვილს შეურიეთ მარილი და პილპილი. ქათმის ნაჭრები ამოიღეთ მარინადიდან, შამშრალეთ და ამოავლეთ ფქვილში . მარინადი გაწურეთ და სუფთა სითხეში კვლავ ამოავლეთ ფქვილიანი ნაჭრები. ბოლოს ისევ ფქვილში ამოავლეთ და დაალაგეთ ცხაურზე გასაშრობად. ამასობაში ქვაბში 5 სანტიმეტრზე ჩაასხით ზეთი და კარგად რომ გაცხელდება აუშვით ქათმის ნაჭრები.  შეწვით დაახლოებით 15 წუთი, საშუალო ცეცხლზე, სანამ კარგ ოქროსფერს არ მიიღებს. 
    შემდეგ გადაიტანეთ ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის დასაწდობად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა