შემწვარი ვაშლი კლიარში – მიირთვით ნაყინთან ერთად!

20-06-2023, 11:40
149 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • დარიჩინი მოსაყრელად
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
  • მარილი
  • შაქარი
  • ცივი წყალი
  • კვერცხი
  • ფქვილი
  • ვაშლი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    გარეცხეთ და გაფცქვენით ვაშლი, გამოაცალეთ გულები.
    დაჭერით ვაშლი ჩხირებად ან თხელ მწგვალ ნაჭრებად, როგორც მოგესურვებათ.
    კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან.
    ათქვიფეთ ცილა მიქსერით ან ხელის ზამბარით სქელი ქაფის მიღებამდე.
    კვერცხის გული გაქენით შაქართან, დაუმატეთ ფქვილი და მარილი და კარგად აურიეთ.
    კვერცხის გულისა და ფქვილი მასაში ჩაასხით ცივი წყალი და ნელ-ნელა ცაუშვით ათქვეფილი ცილა. ყველაფერი ერთად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კლიარი უნდა გამოვიდეთ ჰაეროვანი და ნაზი.
    გაახურეთ ზეთი სქელძირიან ტაფაზე.
    დაააჭრილი ვაშლი ამოავლეთ კლიარში და სწრაფად დაალაგეთ ცხელ ზეთში. შეწვით ორივე მხრიდან ოქროსფერი გარსის მიღებამდე.
    გადაიტანეთ ვაშლის შემწვარი ნაჭრები გაშლილ ლანგარზე, მოაყარეთ შაქრის პუდრა და ცოტაოდენი დარიჩინი... ძალიან გემრიელია ვანილის ნაყინთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა