ყაბაყთან და სტაფილოსთან ერთად შემწვარი ორაგული

20-06-2023, 11:30
180 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონი
  • სტაფილო
  • ყაბაყი
  • ორაგულის ფილე

მომზადების წესი

სტაფილო გაფცქვენით და დათალეთ ყაბაყი და სტაფილო ბოსტნეულის სპეციალური სათლელით.

აიღეთ პერგამენტის ორი ფურცელი და გაანაწილეთ ორივეზე დათლილი ბოსტნეული.

მოასხით ზეითუნის ზეთი.

ბოსტნეულზე მოათავსეთ ორაგულის ფილეები, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ზემოდან დაალაგეთ ლიმონის ნაჭრები, გადაახვიეთ თითოეული ფილე პერგამენტში და გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე.

აცხვეთ თევზი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა