კალმარები ყველის კალათში

20-06-2023, 11:25
132 ნახვა
Aa

პატარა ეშმაკობას შეუძლია თქვენი საფირმო სალათა ძვირფასი რესტორნის შედევრად აქციოს, თუ მას თეფშის ნაცვლად ყველის კალათით მიიტანთ სუფრაზე. ყველის კალათის მომზადება იმაზე ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.


ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მაიონეზი
  • ყველი (მაგარი სახეობის)
  • კიტრი
  • მარილი
  • კარაქი
  • კვერცხი
  • კალმარები

    მომზადების წესი

    თავდაპირველად გააკეთეთ ყველის კალათა. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი, დააფინეთ საცხობ ფირფიტაზე და მიეცით 10-15 სმ დიამეტრის წრის ფორმა.

    გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე და დაადნეთ ყველი.

    დააცადეთ გაგრილება. თბილი ყველის ფირფიტა დააფარეთ ამობრუნებულ ჭიქას და მიეცით ლარნაკის ფორმა. შედგით მაცივარში.

    გაასუფთავეთ კალმარები, გარეცხეთ, მოხარშეთ 3 წთ-ის განმავლობაში. დაჭერით.

    მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით. ასევე დაჭერით კიტრიც.

    შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, უქენით მარილი და მაიონეზი. სალათა ყველის კალათზე გადაიტანეთ.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა