ცომი:
გულსართი:
მინანქარი
მოამზადეთ ცომი: თბილ რძეში გახსენით საფუარი, 1 კოვზი შაქარი და იმდენი ფქვილი, რომ ოლადების ცომის სისქის ცომი მიიღოთ. დადგით სითბოში 1-1.5 საათი, სანამ კარგად არ აფუვდება. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, გაადნეთ და გააგრილეტ კარაქი. ჩაამატეთ ეს ყველაფერი საფუვრიან მასას და შეურიეთ დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ კარგად, სანამ არ გახდება ელასტიური, გლუვი, მკვრივი. ხელს არ უნდა ეკვროდეს. დავდგათ ხელახლა ასაფუებლად. ქიშმიში გარეცხეთ და გააშრეთ. ცუკატები თუ დიდი ზომისაა, დაჭერით. კარაქი გაადნეთ. ცომი გააბრტყელეთ ნახევარ სანტიმეტრის სისქეზე. გადაუსვით გამდნარი კარაქი. მოაყარეთ ცუკატები და შაქარი. გადაახვიეთ რულეტივით. მიეცით რგოლის ფორმა, გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე. გარშემო გაუკეთეთ ჭრილები მაკრატლით ან დანით. დადგით 20 წუთი ასაფუებლად, შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული. აცხეთ 190 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი გაციების შემდეგ მოასხით მინანქარი : ერთმანეთში არეული ფორთოხლის წვენი და შაქრის პუდრა