ვაშლის სამარხვო ფხვიერი ნამცხვარი

17-06-2023, 18:30
311 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • სახამებელი - 2 ჩკ
  • დარიჩინი - 1 ჩკ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • მანის ბურღული - 1 ჭიქა
  • ვაშლი - 1 კგ

მომზადების წესი

ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით და ამოაცალეთ გულები. გახეხეთ მსხვილად.ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: მანი, ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი, სახამებელი, დარიჩინი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ გატარებული ნიგოზი.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა და წაუსვით ზეთი.მოაყარეთ მშრალი მასის ნახევარი დაახლოებით 0,5 სმ სიმაღლეზე და მოასწორეთ. ზემოდან გაანაწილეთ იგივე სისქის გახეხილი ვაშლი, შემდეგ გაიმეორეთ მშრალი მასა, მერე კვლავ ვაშლი და ასე გააგრძელეთ... ბოლო ფენა უნდა იყოს მშრალი.გააჩერეთ 15-20 წუთი რომ გაუჯდეს ერთმანეთს, შემდეგ აცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.მზა ნამცხვარი გამოიღეთ ღუმელიდან, გააჩერეთ, რომ გაცივდეს და დაჭერით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა