ჭინჭრის სალათა კვერცხითა და კიტრით

7-06-2023, 12:04
116 ნახვა
Aa

არომატული და მსუბუქი სალათა, რომელიც სწრაფად მზადდება და ძალიან გემრიელია. თანაც, ჭინჭარი სასარგებლოა, ასე რომ, გაამდიდრეთ თქვენი მენიუ ამ კერძით. 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  •  მარილი
  • მაიონეზი - 2.00 ს/კ
  • ბარდის კონსერვი - 1.00 ს/კ
  • კომბოსტო (ნახევარი თავი)
  • ჭინჭარი - 1.00 კონა
  • კვერცხი - 3.00 ცალი
  • კიტრი - 1.00 ცალი

მომზადების წესი

გავრეცხოთ ბოსტნეული, მოვხარშოთ კვერცხი. ჭინჭარი ჩავდოთ ღრმა ჯამში და დავასხათ ადუღებული წყალი. დავტოვოთ რამოდენიმე წუთი, გადავწუროთ და წვრილად დავჭრათ. წვრილად დავკეპოთ კვერცხი. ასევე წვრილად დავკეპოთ კომბოსტო. კიტრი დავჭრათ წვრილ კუბიკებად. შევურიოთ ერთმანეთს ყველა კომპონენტი. მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი გემოვნებით. ზემოდან მოვაყაროთ მწვანე ბარდა და გავიტანოთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა