მონასტერული ფაფა - ღუმელში მომზადებული სამარხვო კერძი წიწიბურისა და ბრინჯისგან!

20-06-2023, 10:37
144 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სასურველი სანელებლები
  • ზეთი
  • ქამა სოკო
  • სტაფილო
  • ხახვი
  • ფეტვის ბურღული
  • ბრინჯი
  • წიწიბურა

    მომზადების წესი

    მომზადება:
    სოკო დაჭერით და მოხრაკეთ ცალკე.
    მეორე ტაფაზე მოხრაკეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო.
    ღრმა ფორმაში მოხალეთ წიწიბურა. მარცვლეულის თითო ფენას უნად მოაყაროთ მარილი და სანელებლები გემოვნებით.
    მოათავსეთ ინგრედიენტები ღრმა გამოსაცხობ ფორმაში შემდეგი თანამიმდევრობით:
    პირველი ფენა მოხალული წიწიბურა, ზემოდან მოხრაკული სოკო.
    შემდეგი ფენა სტაფილო და ხახვი.
    შემდეგ გარეცხილი ბრინჯი, მარილი და სანელებლები.
    შემდეგი ფენა კვლავ სოკო, სტაფილო და ხახვი, მარილი და სანელებლები.
    შემდეგ გარეცხილი ფეტვი, სოკო, სტაფილო და ხახვი. დაასხით ერთი ჭიქა თბილი წყალი (წყლის დონე ოდნავ უნდა აღემატებოდეს ბოსტნეულის ფენას) და მოათვსეთ ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
    მნიშვნელოვანი მომენტი: რადგანაც ფაფა მოცულობაში მოიმატებს, ფორმა არ უნდა გაავსოთ 2/3-ზე მეტად.
    15 წუთში დაასხით კიდევ 1 ჭიქა თბილი წყალი და დაუწიეთ ტემპერატურას 150 გრადუსამდე. 15 წუთში კვლავ დაასხით წყალი და მიიყვანეთ ფაფა მომზადებამდე. სულ დაგჭირდებათ 35-45 წუთი.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა