გერმანული შოკოლადის ტორტი

28-05-2023, 11:23
173 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

მინანქარი

  • ნაღები ან რძე
  • რძიანი შოკოლადი

კრემი

  • ქოქოსის ფანტელი
  • ვანილი
  • თაფლი
  • კარაქი
  • შაქარი
  • კვერცხის გული
  • რძე
  • ნიგოზი

ბისკვიტი

  • რძე
  • კვერცხი
  • რძიანი შოკოლადი
  • სოდა
  • კაკაო
  • შაქარი
  • ფქვილი
  • ზეთი

    მომზადების წესი

    გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. 22-24 სმ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
    შეურიეთ ერთმანეთს გაცრილი ფქვილი, კაკაო, სოდა, მწიკვი მარილი. გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე.
    ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე,შემდეგ შეურიეთ ზეთი და გამდნარი შოკოლადი.შემდეგ რძე დაამატეთ, ბოლოს კი ფქვილიანი ნარევი.

    გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ.

    სანამ ნამცხვარი გაცივდება, მოხალეთ ნიგოზი და დაჭერით.
    მოამზადეთ კრემი: კარგად შეურიეთ ერთმანეთს რძე და კვერცხის გული. დაამატეთ შაქარი, კარაქი, ვანილი და რბილი გემოს მქონე თხელი თაფლი. მოხარშეთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. კრემი რომ შესქელდება (მოხარშლი კრემის მსგავსად), გადმოდგით და გააციეთ. შეურიეთ ქოქოსი და ნიგოზი. გამოყენებამდე გააჩერეთ მაცივარში.

    მოამზადეთ მინანქარი: დამტვრეულ შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები ან რძე და კარგად გახსენით. გააციეთ და გააჩერეთ მაცივარში, რომ შესქელდეს.
    ბისკვიტი გაჭერით სამად. ორ ფენას წაუსვით კრემი, ზემოდან კი დაფარეთ შოკოლადის მინანქრით. მორთეთ ქოქოსით და ნიგვზით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა