ორიგინალური ტორტი "ქალის თითები"

25-05-2023, 13:50
194 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

კრემი:

  • კარაქი
  • შაქარი
  • არაჟანი
  • კაკაო
  • წყალი
  • კარაქი
  • ფქვილი
  • მარილი
  • კვერცხი

მინანქარი;

  • არაჟანი
  • შაქარი
  • ნაღები 35 %
  • შესქელებული რძე
  • ვანილი

    მომზადების წესი

    დაჭრილი კარაქი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ. მივიყვანოთ ადუღებამდე, ამასობაში კარაქი მთლიანად უნდა გადნეს.
    ჩავაყაროთ ფქვილი, ხის კოვზით სწრაფად გადავურიოთ. ცეცხლი დაბალი უნდა იყოს, რომ არ დაიწვას, თან ენერგიულად ვურიოთ. როცა ცომი მოგუნდავდება და ქვაბის კედლებს ადვილად მოსცილდება, ცეცხლიდან გადმოვდგათ. ცომი სხვა, ცივ ჭურჭელში გადავიტანოთ რომ ხარშვა შეწყვიტოს, სათითაოდ შევურიოთ კვერცხები. შეგვიძლია, ეს მიქსერით გავაკეთოთ, ან ისევ ხის კოვზით.

    ცომი საკონდიტრო ტომარაში გადავიტანოთ, საცხობ ფურცელზე პერგამენტის ქაღალდი დავაფინოთ და 5-7 სმ ზოლები დავსვათ.

    გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე. გავითვალისწინოთ საკუთარი ღუმელის თავისებურებები და ისე შევურჩიოთ ტემპერატურა. როცა გაფუვდება და ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით 30 წუთში, ჩხირით შევამოწმოთ მზაობა.

    კრემი: ავთქვიფოთ არაჟანი, შესქელებული რძე, ვანილი და შაქარი. დავამატოთ ნაღები და განვაგრძოთ თქვეფა, სანამ კრემი არ შესქელდება. გავითვალისწინოთ, რომ ეს კრემი ძალიან სქელი ვერ იქნება, კარაქის კრემივით.

    აწყობა:
    20-22 სმ ფორმაში ძირში მოვუსვათ დაახლოებით მეოთხედი ჭიქა კრემი. დანარჩენ კრემში შევურიოთ გამომცხვარი ეკლერები და ფორმაში მაქსიმალურად მჭიდროდ ჩავალაგოთ რამდენიმე ფენად. ეკლერებს შორის ადგილები არ უნდა დავტოვოთ. თუ საჭიროა, რამდენიმე ეკლერი გავტეხოთ და ამოვავსოთ სიცარიელეები ყოველ ფენაში.
    ეკლერების ამოღების შემდეგ დარჩენილი კრემი ცალკე გადავინახოთ მაცივარში. ნამცხვარიც ასევე, მთელი ღამით მაცივარში გავაჩეროთ მაცივარში, რათა გაიჟღინთოს და ფორმა დაიჭიროს. სხვაგვარად ნამცხვარი დაიშლება.

    ტორტის დასადგამს ნაპირებზე შემოვახვიოთ ფოლგის ან პერგამენტის ფურცლები. ეს დაიცავს ზედმეტად დასვრისგან. ტორტის გვერდებს შემოვუაროთ დანის პირით, გავუხსნათ გვერდები და თავდაღმა გადავიტანოთ სადგამზე. ზემოდან და გვერდებზე გადავუსვათ შენახული კრემი.

    მინანქრისთვის შევურიოთ ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა და წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ შევურიოთ კარაქი. ცხელივე გადავიტანოთ კორნეტში და სწრაფად, წვრილ ზოლად მოვასხათ ნამცხვარს. შემდეგ ფრთხილად გამოვაცალოთ ტორტს ფოლგის ფურცლები.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა