ნამცხვარი "ფარაონი"

25-05-2023, 13:37
260 ნახვა
Aa

ამ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი ქალბატონმა მაყვალა გუჯაბიძემ მოგვაწოდა. იგი გურიაში, სოფელ ნატანებში ცხოვრობს, ამ ნამცხვარს დიდი ხანია აცხობს და გადაწყვიტა ჩვენი მკითხველისთვისაც გაეზიარებინა.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მოხალული თხილი
  • ხსნადი ყავა - 1 სკ
  • შედედებული რძე - 1 ქილა
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ვანილი
  • შაქარი - 16 სკ
  • კვერცხის ცილა - 8 ც
  • მწიკვი მარილი
  • ფქვილი - 2.5 ჭიქა
  • გამდნარი კარაქი - 200 გ
  • სოდა ძმრით - 1 ჩკ
  • მაწონი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 1.5 ჭიქა
  • კვერცხის გული - 8 ცალი

    მომზადების წესი

    კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაწონი, კარაქი, სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი. ცომი 35 სმ დიამეტრის ქაღალდაჩაფენილ ფორმაში ორ ნაწილად გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.ცილის, მწიკვი მარილისა და შაქრისაგან ბეზეს მასა მოვამზადოთ, დავუმატოთ ვანილი და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, ქაღალდჩაფენილი ფორმით გამოვაცხოთ. ზოგიერთი ღუმლის შემთვევაში შესაძლოა უფრო დაბალი ტემპერატურა დასჭირდეს _ 100-120 გრადუსი. გამოცხობას დაახლოებით 1,5-2 საათი სჭირდება.კარაქი კარგად ავთქვიფოთ და თანდათან შევათქვიფოთ შესქელებული რძე, დავუმატოთ ყავა და ვანილი.ერთ ბისკვიტს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაფქული თხილი და დავადოთ ბეზეს ფენა. ასევე მოვამზადოთ მომდევნო ბისკვიტის ფენაც. ზემოდან მოვაყაროთ დაფქული თხილი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა