ტორტი ძალიან მარტივად მზადდება და ის განსაკუთრებით მოეწონებათ ბავშვებს!
ინგრედიენტები
მომზადების წესი:
თაფლი გახსენით 2 სუფრის კოვზ წყალში. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე.
დაუმატეთ წყალში გახსნილი თაფლი, სოდა ძმრით და კარგად ათქვიფეთ.
ფქვილი და კაკაო აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ნიგოზი და კვლავ კარგად აურიეთ.
დაუმატეთ მშრალი მასა კვერცხისას და მოზილეთ ზომი. გაყავით მომზადებული ცომი 3 ნაწილად და გამოაცხვეთ სათითაო ბისკვიტი 190 გრადუს ტემპერატურაზე.
კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი და შედედებული რძე ერთად, დაუმატეთ ვანილი.
გამოცხვარ და გაცივებულ ბისკვიტის ყველა ფენას წაუსვით კრემი, დაყ ველა ფენას მოაყარეთ გატარებული ნიგოზი.